თბილისში 2019 წელს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონ თბილისი“ გაიხსნება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასტუმრო ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში განთავსდება.
სამინისტროს ცნობით, 200-ნომრიან სასტუმროში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. შესაბამისი კონტრაქტი კორპორაცია „ჰილტონსა“ და კომპანია „გრანატს“ შორის დღეს გაფორმდა. კონტრაქტს ხელი მოაწერეს კორპორაცია “Hilton Worldwide”-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ კოლინიმ და კომპანია „Granat Georgia“-ს პრეზიდენტმა ელგუჯა ცინცაძემ.
ხელმოწერის ცერემონიას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.
„2019 წელს თბილისში გაიხსნება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონის“ ბრენდით, სადაც „მიშლენის“ რესტორანი განთავსება. ეს არის სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის ურთიერთობის კიდევ ერთი კარგი მაგალითი. თბილისი და თბილისელები დიდი ხანია ელოდებიან ქალაქის ცენტრში მდებარე ამ ლამაზ შენობაში მნიშვნელოვანი ობიექტის გახსნას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი ინფორმაციით, უშუალოდ სასტუმროს მშენებლობის პროცესში რამდენიმე ასეული, სასტუმროს ამოქმედების შემდეგ კი 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.