ირაკლი ღარიბაშვილი: პატივს მივაგებ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას
07-03-2015, 08:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 71-ე წლისთავთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ "ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს მის სახელს, ჟიული შარტავა ყოველთვის იქნება ჩვენთვის სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითი."

 

 

"საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 71 წელი შეუსრულდებოდა.

 


ჟიული შარტავამ, როგორც სოხუმის დამცველმა ერთმა რიგითმა ჯარისკაცმა, საკუთარი სიცოცხლის ფასად ბოლომდე უერთგულა ქვეყანასა და თავის ხალხს.

 

 

აფხაზეთის ომი ჩვენი დროის უმძიმესი ძმათამკვლელი ომი იყო. ამ ომმა გახლიჩა ქართველებისა და აფხაზების მრავალსაუკუნოვანი ძმობა. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს. ამ ომს შეეწირა ჟიული შარტავა.

 

 

პატივს მივაგებ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას. ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს მის სახელს, ჟიული შარტავა ყოველთვის იქნება ჩვენთვის სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითი," ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი