ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" გაავრცელა აუდიოფაილი, რომელიც, ტერორისტული დაჯგუფების წევრთა მტკიცებით, მათი ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მიმართვას შეიცავს.
ISIS-ის ლიდერი აუდიოფაილში თურქეთის რესპუბლიკას მუქარას უგზავნის. იგი ასევე თავის მომხრეებს ერაყის ქალაქ მოსულის დაცვისკენ მოუწოდებს.
BBC წერს, რომ აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის.
“ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის მიმართვა ჯიჰადისტებისგან მოსულის გათავისუფლების ოპერაციის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ გავრცელდა.
ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულს ISIS-ი 2014 წლიდან აკონტროლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.