ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულ ივანე ბეგიაშვილს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა
07-03-2015, 08:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულ ივანე ბეგიაშვილს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ ყოფილიყო გამოყენებული.

 

 

ირაკლი გედენიძე აქციის მონაწილემ 4 მარტს სცემა. გედენიძე "ვარდების მოედანზე" აქციას, სახელწოდებით, "შემოულაწუნე" აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის "პროვოკაციაში დაადანაშაულა", ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი - ივანე ბეგიაშვილი დააკავა.

 


გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობდა (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

 

ბეგიაშვილისთვის 3 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების საკითხზე მოსამართლის განჩინებას პროკურატურა არ ეთანხმება და მას კანონით დადგენილ ვადებში, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

 


სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ივანე ბეგიაშვილი პატიმრობიდან გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი