სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა პაკისტანში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
შემთხვევა ქალაქ კარაჩიში მოხდა - ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. შედეგად ორივე შემადგენლობა ლიანდაგიდან გადავიდა და ამობრუნდა. დეფორმირებული ვაგონებიდან მგზავრები მაშველებმა გამოიყვანეს.
ავარიის გამო ქვეყნის მთავარ სარკინიგზო მაგისტრალზე მატარებლების მიმოსვლა დროებით შეჩერებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.