ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, ახალი რკინიგზის მშენებლობის ადგილას საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლის განცხადებით, მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი ჩინური კომპანიის „23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს.
„ახლა მივდივართ ზვარეში სიტუაციის გასარკვევად. წუხელ, გვიან ღამით დაგვირეკეს მუშებმა და გვითხრეს, რომ ჩინელებმა სცემეს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელმა, ილია ლეჟავამ.
Guardian.ge-ს ერთ-ერთი ადგილობრივი დაუკავშირდა და უამბო, რომ დაპირისპირება გუშინ საღამოს დაიწყო და ჩხუბის მიზეზი, სავარაუდოდ, სოფელ ზვარის მცხოვრებლების მიერ მოჭრილი ხის მასა გახდა, რომელიც ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს სამშენებლო ტერიტორიიდან აღებული ეგონათ.
"ჩინური კომპანიის წარმომადგენლები ორ ადგილობრივს, რომლებსაც ტყიდან შეშა მოჰქონდათ, გზაზე დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირებაში ჩაერთვნენ რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველებიც. დღეს კი ქართველებსა და ჩინელებს შორის, ფიზიკური დაპირისპირება ისევ განახლდა", - აცხადებს ადგილობრივი, რომლის ინფორმაციითაც მომხდარის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
Guardian.ge მომხდართან დაკავშირებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვებულს, ნიკოლოზ თოფურიძესაც ესაუბრა. თოფურიძის თქმით, ინციდენტის ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცავები მუშაობენ.
"მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს", - განუცხადეს Guardian.ge-ს შს სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.