ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც Guardian.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
როგორც Guardian.ge-ს ადგილობრივმა განუცხადა, დაპირისპირება გუშინ საღამოს დაიწყო და ჩხუბის მიზეზი, სავარაუდოდ, სოფელ ზვარის მცხოვრებლების მიერ მოჭრილი ხის მასა გახდა, რომელიც ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს სამშენებლო ტერიტორიიდან აღებული ეგონათ.
"ჩინური კომპანიის წარმომადგენლები ორ ადგილობრივს, რომლებსაც ტყიდან შეშა მოჰქონდათ, გზაზე დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირებაში ჩაერთვნენ რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველებიც. დღეს კი ქართველებსა და ჩინელებს შორის, ფიზიკური დაპირისპირება ისევ განახლდა", - აცხადებს ადგილობრივი.
ინციდენტის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
"ერთ-ერთ მუშასთან მოუვიდა კონფლიქტი ჩინელებს და ჩვენც მის დასახმარებლად მივედით. რკინის ჯოხებით გვცემდნენ, რის შედეგად რამდენიმე მუშამ სერიოზული დაზიანება მიიღო", - აცხადებს ერთ-ერთი დაშავებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.