საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი შსს-ს და შესაბამის ორგანოებს მიმართავს, დროულად მოახდინონ სოფელ ზვარეში რკინიგზის გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი ფაქტის გამოძიება.
პეტრიაშვილის განცხადებით, საქმე ცემის მუხლით არის აღძრული, რაც არასწორია, რადგან ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ქართველ დასაქმებულებს არმატურითა და ბასრი საგნებით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს მოვუწოდებთ, მდგომარეობის განმუხტვის მიზნით, დროულად და ადეკვატურად ჩაერთონ გამოძიებაში. სიმშვიდის შესანარჩუნებლად საჭიროა, რომ გამოძიება აღიძრას შესაბამისი მუხლით. ამავე დროს, მოვუწოდებ ჩვენს წევრებს, საქართველოს მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და გამოძიების დასრულებამდე ვთხოვ არ შევიდნენ კონფლიქტში ჩინელ დამსაქმებლებთან. მათმა კონტრაქტორმა კომპანიამ „საქართველოს რკინიგზამ“, საქართველოს მთავრობამ, ჩინეთის საელჩომ ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ ეს ვიგინდარა დამსაქმებლები, რომლებსაც არავითარი შეხება არ აქვთ ცივილიზაციაასთან, მოაშორონ, სანამ სიტუაცია ჯერ კიდევ კონტროლს ექვემდებარება და არ გასულა ცივილური ჩარჩოებიდან.
დღეს ადგილზე უარესი სიტუაცია შეიქმნა. 20-მდე ქართველ მუშას 40-მდე ჩინელმა ალყა შემოარტყა. ეს პირები შეიარაღებულები იყვნენ „არმატურით“, ნაჯახითა და ზოგიერთი დანით, შედეგად პროფკავშირის ორი წევრი დაშავდა, კერძოდ, გიორგი გოგნაძე და დავით მუმლაძე. ეს პირები დაზიანებებით ზესტაფონის საავადმყოფოში მოათავსეს. მოგვიანებით ამ საავადმყოფოში გადაიყვანეს ასევე გუშინ დაშავებული პროფკავშირის ორი წევრი - გიორგი პირველაშვილი და ბეჟან სალარიძე.
აღნიშნულის მიზეზი გახდა ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ტყიდან შეშას ეზიდებოდა. რატომღაც ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ ეს მათი შეშა იყო და მოსახლეობას დაუპირისპირდნენ, მათ გიორგი პირველაშვილი და ბეჟან სალარიძე გამოესარჩლნენ. ამის გამო მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაზიანებები მიიღეს", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.