დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა.
სამინისტრო მოუწოდებს დევნილებს, რომ არ დაუჯერონ მსგავს თაღლითურ შეთავაზებებს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბინების განაწილება ხდება კრიტერიუმების შესაბამისად, კომისიურად, ღიად და გამჭვირვალედ.
"2016 წლის ბოლომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 400 დევნილი ოჯახი მიიღებს, აქედან, 200 ოჯახი ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში“, 200 კი მენაშენეებისგან გამოსყიდულ კორპუსში დადიანის ქუჩაზე. დევნილთა საკითხების შემსწავლელი გაფართოებული კომისია, რომელმაც 11 016 განაცხადიდან უნდა გამოავლინოს ის 400 დევნილი ოჯახი, რომლებსაც, კრიტერიუმების შესაბამისად, თბილისში ბინები გადაეცემათ მუშაობას 7 ნოემბრიდან იწყებს. კომისიის მუშაობის პროცესი 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც დევნილი ოჯახების დაზუსტებული სია საჯარო გახდება და სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
სამინისტრო მოუწოდებს დევნილებს, რომ მსგავსი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს ან სამინისტროს ანონიმურობა დაცული იქნება", - განაცხადა რეხვიაშვილმა.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვეში, ლაშა შ-მ აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე მიიღებდა საცხოვრებელ ბინას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 6000 აშშ დოლარი. მიმდინარე წლის 2 ნოემბერს ლაშა შ-მ აღნიშნულ პირს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 3000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.