ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ე.წ. სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე ე.წ. მოხეს კომიტეტმა ახალი დადგენილება მიიღო, რომელიც რელიგიის სააგენტომ მოდავე მხარეებს, მართლმადიდებლური ეკლესიისა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს გააცნო.
"დადგენილება ორი მუხლისგან შედგება. პირველი - სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, გამოისყიდოს ის შენობა, რომელშიც მუსლიმი მრევლი ამ დროისთვის დროებით ლოცულობს.
მეორე- სოფლის ტერიტორიაზე მოხდეს მიწის ფართობის შესყიდვა, სადაც სახელმწიფო საკუთარი ხარჯებით ახალ მეჩეთს ააშენებს.
რაც შეეხება სადავო შენობას, მის დაცულობაზე და წარმომავლობაზე ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო იმუშავებს", - განაცხადა რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.