ნიკა გვარამია: იყო დეტალები რაზეც არ ვისაუბრე, რადგან კანონი მაძლევს ამის საშუალებას
03-11-2016, 10:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იყო დეტალები რაზეც არ ვისაუბრე, რადგან კანონი მაძლევს ამის საშუალებას, - აღნიშნული განცხადება დაკითხვიდან გამოსულმა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა.    

 

 

„ვისაუბრე ყველაფერზე, რაც ჩემთვის ცნობილი იყო, გარდა იმ გარემოებებისა, რა ვითარებაში მოხდა ჩვენი შეხვედრა. იყო დეტალები რაზეც არ ვისაუბრე, რადგან კანონი მაძლევს ამის საშუალებას. იყო კითხვები 6 მილიონთან დაკავშირებითაც, სრულიად არაკორექტულია ამ შეკითხვების დასმა, ვინაიდან გამოძიება ეხება ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებას. მისი შინაარსი არ უნდა იყოს საინტერესო გამოძიებისთვის, მიუხედავად ამისა დავაკონკრეტე, რომ ეს საკითხი საერთოდ არ ეხებოდა ბატონ ახვლედიანს. საუბარი, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში არის ჩემი ჩაწერილი, არის ნამდვილად ჩემი ხმა, არის დამონტაჟებული იმგავარად, რომ ჩრდილი მიაყენოს ბატონ ახვლედიანს”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.    

 

 

მისი თქმით, მამუკა ახვლედიანისთვის ქრთამის შეთავაზებაზე საუბარი არ ყოფილა.    

 

 

“რატომ უნდა შემეთავაზებინა ახვლედიანისთვის ქრთამი, ის „რუსთავის 2”-ის საკითხზე გადაწყვეტილებას არ იღებდა“, - განაცხადა  გვარამიამ.      

 

 

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თქმით, გამოძიების იმედი არ აქვს.      

 

 

„შეუძლებელია ერთი ხელით ჩანაწერებს აკეთებდეს მეორე ხელით იძიებდეს", -აცხადებს გვარამია.    

 

 

იგი  ვარაუდობს, რომ შესაძლოა ჩანაწერი ”შიგნიდან იყოს გამოტანილი”.    

 

 

"არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი შიგნიდანაც  იყო გამოტანილი. სუს-ის აგენტურამ ჩემს კაბინეტში მოსასმენი აპარატურა ადრე უკვე დაამონტაჟა და ეს ხალხი ისევ სუს-შია დასაქმებული. არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი ჩემივე თანამშრომელს გამოეტანა, ყოველ შემთხვევაში შესაძლებლობა ამისი მაღალია”, - განაცხადა გვარამიამ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი