სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე 220 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ხეები ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს ნინო სულხანიშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელ გიორგი ბაგრატიონთან ერთად დარგო.
დედაქალაქის მერიის ცნობით, საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ჯავახეთის ქუჩაზე, მე-4 მ/რ-ში 150 ძირი კვიპაროსი, 50 ძირი მთის ნეკერჩხალი და 20 ძირი აკაცია დაირგო.
ხეების სიმაღლე 3-5 მეტრია. კონტრაქტორი კომპანიები - „მწვანე სახლი“ და „მაგნოლია“, - ხე-მცენარეების მოვლა - პატრონობას 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ.
„დღეს, სამგორის რაიონში, ოლიმპიური დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მიმდინარეობს. ხეებს აქ შიდა კვარტალური რგვების ფარგლებში ვრგავთ. ღონისძიებები, მთელი ქალაქის მასშტაბით, რამდენიმე დღე გაგრძელდება და შიდა კვარტალურ ტერიტორიებსა და თარგებს სრულად გავამწვანებთ. აღნიშნული აქტივობები დედაქალაქში მიმდინარე საშემოდგომო რგვების ნაწილია“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
გამწვანების სეზონური ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში, 80 000 ხე - მცენარე დაირგვება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.