ჰუალინგის საერთაშორისო ეკონომიკური ზონის საგამოფენო დარბაზში რიგით მეხუთე, „2016 წლის საქართველო-ჩინეთის სინძიანის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა“ გაიხსნა.
ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ბოლო პერიოდში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა და ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ მემორანდუმზე ხელმოწერა კიდევ უფრო განამტკიცებს ორ ქვეყნას შორის არსებულ კავშირებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, საექსპორტო პროდუქციის გამოფენის გახსნის საზეიმო ცერემონიას, თბილისის მერთან ერთად, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნატო ჩიქოვანი, ქ. ურუმჩის ვიცე-მერი ჭანგ სიუეფენგი, ჩინეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იენჩი და ურუმჩის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„2016 წლის საქართველო-ჩინეთის სინძიანის საექსპორტო პროდუქციის გამოფენაზე“ შერეული ტიპის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ღონისძიება საქართველოში ჩინეთის საელჩოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ხელშეწყობით ჩატარდა.
გამოფენის ორგანიზატორები ქ. ურუმჩის მუნიციპალიტეტი, ურუმჩის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ურუმჩის კომიტეტი და ჰუალინგ ჯგუფი არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.