მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, განჯავის ქუჩაზე წყალმომარაგების ცენტრალიზებული ქსელი კეთდება. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აფინანსებს.
წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი (350 მეტრ სიგრძეზე მოთავსდება წყლის ახალი მილები) და მოწესრიგდება შიდა ინფრასტრუქტურა.
"განჯავის ქუჩას ცენტრალიზებული სისტემის არ არსებობის გამო წყალი შეფერხებით მიეწოდება. სამუშაოების დასრულების შედეგად, დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს არსებული პრობლემა მოუგვარდება და ათეულობით აბონენტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ინფრასტრუქტურული სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ერთ კვირაში დაასრულებს", - აცხადებენ კომპანიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.