ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სოფელ ზვარეში სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული
03-11-2016, 11:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება სოფელ ზვარეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

 

 

მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, შემთხვევის ადგილზე, მთელი დღის განმავლობაში ხარაგაულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით დევდარიანი და გამგებლის მოადგილე პაატა გოგოლაძე იმყოფებიან.

 

 

მათივე ცნობით, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი.

 

 

"დღეს, ზვარეში მომხდარ ფაქტან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

 


ადგილზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფება ხარაგაულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით დევდარიანი და გამგებლის მოადგილე პაატა გოგოლაძე.

 

 

მობილიზებულია შსს ხარაგაულის რაიონული სამმართველო და სპეცდანიშნულების რაზმი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ხორციელდება აქტიური საგამოძიებო ქმედებები.

 

 
ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარის გამო და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს", - აღნიშნულია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

სოფელ ზვარეში, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ტერიტორიაზე, საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება ჩინური კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის წუხელ დაიწყო, რაშიც მოგვიანებით რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებიც ჩაერთვნენ. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულელებში გადაიყვანეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი