გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა ყვარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 90 წლის ნაზი სეფიაშვილსა და მის ვაჟს 5 კუბური მეტრი სათბობი შეშა გადასცეს.
გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეშის გადაცემა ოჯახისთვის სოციალურ სივრცეში გავრცელებული ვიდეოკადრების საფუძველზე მოხდა.
"ვიდეოკადრები, სოფელ გავაზში მცხოვრები ლოგინად ჩავარდნილი ქალბატონისა და მისი ვაჟის უკიდურეს გაჭირვებას ასახავდა. დედა-შვილს საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გარდა არ ჰქონდათ საშუალება ზამთრისათვის შეშის მომარაგების.
სამინისტროს თანამშრომლების გარდა, ნაზი ბებოს ოჯახის დახმარების სურვილი არაერთმა მოქალაქემ გამოთქვა და გავრცელებული ვიდეოკადრების შემდეგ პირადად მოინახულა", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.