რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთმა შესაძლოა, საქართველოსთან სავიჟო რეჟიმი გააუქმოს. ამის თაობაზე კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუს ბოლო ნაწილში, რომელიც 3 ნოემბერს გამოქვეყნდა, ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითქმის ერთი წლის წინათ მოსკოვმა რადიკალურად გაამარტივა საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების მიღების პროცედურა და დღეს „ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ჩვენთან ჩამოსვლა კერძო მოწვევის საფუძველზე შეუძლია“.
„პრინციპში, არ გამოვრიცხავთ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლებლობას. და რა თქმა უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ შესაბამისი პროცესები ევროკავშირსა და საქართველოს შორის... როგორც ცნობილია, საქართველომ ჯერ კიდევ 2006 წელს ცალმხრივად გააუქმა ევროკავშირის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი“, - განაცხადა კარასინმა და დაამატა:
„მას შემდეგ, რაც 2012 წელს ბრიუსელი დათანხმდა ვიზის ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებების დაწყებას, შედგა მოქმედების სათანადო გეგმა, რომლის შესრულებასაც თბილისი რეგულარულად ცდილობს რამდენიმე წელია. ამგვარად, საუბარია დიდ და შრომატევად სამუშაოზე, რომელიც, როგორც შეიძლება ვივარაუდოთ, შეიცავდა მჭიდრო სახელმწიფოთაშორისო ურთიერთმოქმედებას საგარეო და სხვა არაერთი, ბევრი უწყების მიმართულებით. უნებლიედ ჩნდება კითხვა, რამდენად რეალურია ასეთი სამუშაოს შესრულება რუსეთსა და საქართველოს შორის, ამ მდგომარეობაში, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისას?“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.