აკაკი მინაშვილის პასუხი გიგი უგულავას: დღეს საქართველოში და არამარტო, მიხეილ სააკაშვილის მასშტაბის პოლიტიკური ლიდერი უბრალოდ არ არის
04-11-2016, 02:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი გიგი უგულავას წერილის საპასუხოდ ამბობს, რომ არ ეთანხმება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ახალი კადრის მოსვლას. იგი თვლის, რომ დღეს საქართველოში და არამარტო აქ, მიხეილ სააკაშვილის „მასშტაბის პოლიტიკური ლიდერი უბრალოდ არ არის“.

 

 

მინაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ სააკაშვილმა "მოახერხა სხვადასხვა ხასიათის, უნარების, შესაძლებლობების, მსოფლმხედველობის ადამიანების გაერთიანება და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის კალაპოტში მიქცევა".

 


ამის შესახებ მინაშვილმა Facebook-ზე დაწერა.

 


„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თამჯდომარის პოზიციაზე, რომელიც ჩვენ მიხეილ სააკაშვილის როლის და ჩართულობის ხაზგასმის მიზნით სიმბოლურად ღიად დავტოვეთ (სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელი იყო, ვინაიდან მას მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვეს), უნდა იქნას არჩეული ენმ-ის სხვა ლიდერი.

 


პრეზიდენტ სააკაშვილმა და ენმ-ის ახალგაზრდა და ნიჭიერმა გუნდმა მოახერხა ახალი, წარმატებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ეს იყო ერთი სულისკვეთებით და საერთო ენერგიით შეპყრობილი ადამიანების ძალისხმევის შედეგი. მაგრამ ერთი რამე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, მხოლოდ მან მოახერხა სხვადასხვა ხასიათის, უნარების, შესაძლებლობების, მსოფლმხედველობის ადამიანების გაერთიანება და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის კალაპოტში მიქცევა. მოხდებოდა „ვარდების რევოლუცია“ და შემდგომი ფუნდამენტური ცვლილებები პრეზიდენტ სააკაშვილის არ არსებობის პირობებში? ვეჭვობ რომ არა. გუნდის სხვა ნებისმიერი წევრის არ არსებობის პირობებში? კი, მოხდებოდა.

 


მყარი დემოკრატიულ ტრადიციების და მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე სახელმწიფოებშიც კი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის წარმატება დიდ წილად ლიდერებსა და მათ უნარებზეა დამოკიდებული. მით უფრო გადამწყვეტია ლიდერის ხედვა, ენერგია, იდეა საქართველოში, სადაც შვიდ მილიარდიანი რუსული გავლენის ოლიგარქი უპირისპირდება სახელმწიფოს და მისი განვითარების პერსპექტივებს.

 


პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ ის არის, რომ ახალი ლიდერების აღმოჩენით და ხელშეწყობით არის მუდმივად დაკავებული, და მაინც, სხვების მიმართ პატივისცემის მიუხედავად, დღეს საქართველოში და არამარტო მისი მასშტაბის პოლიტიკური ლიდერი უბრალოდ არ არის.

 


ამავე დროს სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილი იყო და არის განახლების, ტრანფორმაციის, ინოვაციის, მრავალფეროვნების და ჩართულობის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მოტივატორი და ბევრი მითის და ლეგენდის მიუხედავად ყოველთვის ღიაა განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრებების და მიდგომების მიმართ.

 


ჩვენი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ წინასწარ ვერ განვჭვრიტეთ ივანიშვილის გაყალბების ხარისხი და მოცულობა. ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ პარტიული თანამდებობების კომპლექტაციაზე ვიფიქროთ, ჩვენ მუდმივად უნდა ველაპარაკოთ საქართველოს მოსახლეობას, დავაინტერესოთ და მოვიზიდოდ ახალი ადამიანები, ვემზადოთ შემდეგი არჩევნებისათვის და ვიფიქროთ ხმების დაცვის მექანიზმებზე. უნდა გვესმოდეს ივანიშვილის დამარცხება შეუძლია მხოლოდ ენმ-ს და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით“, - აცხადებს აკაკი მინაშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი