საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, სოფელ ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა, თუმცა მის მიმართ ჯერ სხვა საპროცესო ღონისძიებები არ განხორციელებულა.
"ველოდებით პროკურატურას. უცხოელი დამკვირვებელი, რომელიც დაზარალდა, საქართველოში არ იმყოფებოდა, არჩევნების მეორე ტურისთვის ჩამოვიდა და ამოიცნო დაკავებული პირი. მინდა, გითხრათ, რომ პოლიცია ნეიტრალურად, მიუკერძოებლად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მუშაობს. ჩვენს მოვალეობას ობოექტურად ვასრულებთ", - განაცხადა ხუციშვილმა.
მან კომენტარი გორში 30 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტზეც გააკეთა. ხუციშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, გამოკითხულია შვიდი პირი, მიმდინარეობს ექსპერტიზები.
"ვფიქრობ, რომ ალბათ უწყებათშორისი კომისიის მომავალ სხდომამდე ჩვენ გვეცოდონება დაახლოებით რა მოხდა და რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება დადგეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.