დედოფალ ელისაბედის განკარგულებით, “ქართული ოცნების“ წევრს, სოფიკო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი (MBE) გადაეცა
04-11-2016, 03:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედოფალ ელისაბედის განკარგულებით, “ქართული ოცნების“ წევრს, სოფიკო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი (MBE) გადაეცა – ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიას, რომელიც ხუთშაბათ საღამოს დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 


დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი სოფიკო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმიტმა გადასცა. მისი განმარტებით, სოფო ქაცარავას ჯილდო მიენიჭა იმ განსაკუთრებული საქმიანობისთვის, რომელიც მან დიდი ბრიტანეთის საელჩოში 11-წლიანი მოღვაწეობის დროს, საქართველოს და ბრიტანეთს შორის კავშირების განვითარებისა და საგანმანათლებლო ურთიერთობების გასაღრმავებლად გასწია.

 


დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ წევრს დამსახურებული ჯილდო მიულოცა და მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის საელჩოს სოფიკო ქაცარავას საქმიანობის აღიარებისთვის.

 


„მინდა, მადლობა მოვახსენო ბრიტანეთის საელჩოს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის საგანმანათლებლო პარტნიორობისა და სტრატეგიული გაცვლების სფეროებში სოფიკოს საქმიანობის ამ მნიშვნელოვანი აღიარებისთვის. ამ საქმიანობას სოფიკო ახორციელებდა ბრიტანეთის საელჩოში მუშაობის 11 წლის განმავლობაში. მადლობას მოვახსენებ დიდი ბრიტანეთის ელჩებს, რომლებმაც დააფასეს სოფიკოს შრომა ამ შედეგების მისაღწევად, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ელჩს, ალექსანდრა ჰოლ ჰოლს, საქართველოს დიდ მეგობარს. ასევე მადლობას მოვახსენებ ბატონ ელჩს, ჯასთინ მაქენზი სმიტს ასეთი ბრწყინვალე ღონისძიების მასპინძლობისთვის. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სოფიკო შეუერთდა ჩვენს გუნდს, რომლის ყველა წევრიც დარწმუნებულია, რომ მისი საქმიანობა პარლამენტში არანაკლებ ღირსშესანიშნავი იქნება. უკვე შემიძლია განვაცხადო, რომ სოფიკო პარტიაში მიმდინარე ბევრი სასიკეთო მოვლენის მამოძრავებელი ძალაა,” - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

 


სოფიკო ქაცარავა საქართველოს რიგით მეორე მოქალაქეა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი გადაეცა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი