დავით საყვარელიძე: ყველა პარტიის თავმჯდომარის თავი მიჰგვარეს ბიძინას უკვე და ერთისას ელოდება
04-11-2016, 04:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინაში მყოფი საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ საჯარო წერილს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დღეს არ მოიძებნება არც ერთი იმ კალიბრის და წონის პოლიტიკოსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ოდნავ მაინც შეუქმნის საფრთხეს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა და სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ივანიშვილი ახლა სააკაშვილის "თავს ელოდება". ამის შესახებ იგი Facebook-ზე წერს.

 


„ზოგიერთ ჩემს ძალიან ძვირფას მეგობარს და ადამიანს ან საკმარისი ინფორმაცია არ აქვს და ან გამოცდილება არ ყოფნის მიხვდეს, რომ ამ ვითარებაში, ბიძინას ჩანაფიქრის რეალიზება, რაც 2013 წელს შემოთვალა და დღემდე ვერ მიაღწია, რისი წყალობითაც პარტია მთელი ეს დროა სუნთქავს და დღემდე მოვიდა, უბრალოდ პარტიის ხარაკირს ნიშნავს. მეგობრებო, ეჭვი მაქვს პარტიიდან წაგლეჯილი ნაწილაკი შეგრჩებათ და არაფერს მოგიტანთ სამარცხვინო ანგარიშის გარდა ნებისმიერ არჩევნებზე. თქვენც და საერთო საქმესაც... ყველა პარტიის თავმჯდომარის თავი მიჰგვარეს ბიძინას უკვე და ერთისას ელოდება. ისევე როგორც ენმ-ის ნაგლეჯს...

 


არ მგონია ტექნიკური ფანდებით და თანამდებობების წინასაარჩევნო დეკლარირებით შესაძლებელი ყოფილიყო ქართველი ამომრჩევლის გონებაში ორ მკვეთრად საპირისპირო პოლუსზე ფიქრისგან ყურადღების გადატანა და უჩუმრად ბიძინასთვის ძალაუფლების გამოცურება. მთავარი მნიშვნელობა იმას ჰქონდა, ვინ იქნებოდა უკეთ მომზადებული ნებირმიერი შედეგისთვის და როგორ დაიცავდა საკუთარ ხმებს. აქ წავაგეთ სწორედ და არა პირველ ტურში.

 


საქართველოს ტერიტორიაზე დღეს სამწუხაროდ არ მოიძებნება არც ერთი იმ კალიბრის და წონის ადამიანი და პოლიტიკოსი, რომლიც ბიძინა ივანიშვილს ოდნავ მაინც შეუქმნის საფრთხეს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. პირიქით, მას აწყობს გარკვეულ ზღვარს ქვეშ მუდმივად მოყოლილი ოპოზიცია.

 


ერთ-ერთი პირველთაგანი ვარ, ვინც ყველა პოლიტიური პატიმრის და მეგობრის, ლიდერის უსწრაფესად გათავისუფლებას ვემხრობი!!! თუმცა არც ის მგონია, რომ ივანიშვილი ბრიყვი ან გულუბრყვილოა...“, - წერს დავით საყვარელიძე, რომელიც არ ეთანხმება გიგი უგულავას წერილის იმ ნაწილს, სადაც საუბარი პარტიის ჩაკეტვაზე.

 

 

”უბრალოდ შეკითხვას დავამატებ, რახან ასე საჯაროდ გამოიფინა და გამომზეურდა გიგის წერილი, ეგებ ისიც გულახდილად და მეგობრულად ვთქვათ, ვის გამოა დღეს ენმ-ის იზოლიაცია გამოწვეული? ვისგან შედგება სახელობითად ის ჯგუფი, რომელმაც ამდენი ხანი მართა პარტია და მიზიდულობის ძალა ვერ შექმნა? ასევე კამპანია დაგეგმა და ბოლომდე ამ ფორმით მიიყვანა? არ მგონია ციხეში გამომწყვდეული გიგის თბილისის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებამ პარტია გახსნას რატომღაც და რა ვქნა?... მეტს ვერაფერს დავამატებ. მე 5-ჯერ შემომითვალეს იმ "ბრძენი კაცი"-სგან მახსოვს... ახალგაზრდა ბიჭები ხართ, კარგი სახელით, მიშას ნუ ჩაყვებით და ვილაპარაკოთო... არ ვნანობ“, - წერს დავით საყვარელიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი