ბათუმის იუსტიციის სახლში მოქალაქემ ფოტოჯიხურები დააზიანა, კერძოდ ჩამსხვრეულია ფოტოგადასაღებ კაბინებში აპარატების ეკრანები. ამის მიზეზი კი სავარაუდოდ, ID ბარათზე გამოსახული სამი 6-იანი გახდა.
ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერის თამარ სამსონიას თქმით, აგრესიული მოქალაქის მიმართ შესაბამისი ზომები გატარდა.
"დაგვიზიანა სახელმწიფო ქონება, რაზეც შესაბამის სამსახურებს ეცნობა და გატარებულია სათანადო ზომები. მოქალაქე ალბათ, დაკავებულია, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. იუსტიციის სახლის სამუშაო პროცესს ხელი არ შეშლია", - აღნიშნა თამარ სამსონიამ.
კანონდამრღვევი მოქალაქე პოლიციამ უკვე დააკავა. შსს-ს ცნობით, მომხდარზე საქმე 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.