ზურაბ ჭიაბერაშვილი: სააკაშვილი, იმის გამო, რომ მას ჩამოართვა მოქალაქეობა ივანიშვილის რეჟიმმა, საქართველოს კანონმდებლობით ვერც იქნება პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე
04-11-2016, 04:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გიგი უგულავას წერილში გაჟღერებული მოსაზრების საპასუხოდ აცხადებს, რომ პარტიას მოუწევს ხელმძღვანელობის განახლება, რადგან მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, საქართველოს კანონმდებლობით ვერც იქნება პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე.

 


”როგორც გიგი უგულავას პატიმრობა არის პოლიტიკური ნიშნით, ისე მიხეილ სააკაშვილის დევნილობაში ყოფნა არის პოლიტიკური ნიშნით და ბიძინა ივანიშვილის პირადი სურვილი. მიხეილ სააკაშვილი, იმის გამო, რომ მას ჩამოართვა მოქალაქეობა ივანიშვილის რეჟიმმა, საქართველოს კანონმდებლობით ვერც იქნება პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და ფორმალურად არც არის პარტიის თავმჯდომარე. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც დაგვაყენა ივანიშვილმა“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა, რომლისთვისაც უგულავას, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მოსაზრებები „ფრიად საყურადღებოა“.

 

 

”ის არის პოლიტპატიმარი, პოლიტდევნილი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ და მისი მოსაზრებები, როგორ წარმოუდგენია მას ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ქვეყნის მომავალი და მათ შორის, რა სტრატეგიით უნდა იმოქმედოს ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, ფრიად საყურადღებოა“, - თქვა ჭიაბერაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი