ნინო ბურჯანაძე: საქართველოს გადაქცევა საპარლამენტო რესპუბლიკად იქნება ქვეყნის პრაქტიკულად დაქცევა და სახელმწიფოებრიობის გაუქმება
04-11-2016, 05:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს გადაქცევა საპარლამენტო რესპუბლიკად იქნება „პრაქტიკულად ქვეყნის დაქცევა“. მისი თქმით, ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს მოდელი მუშაობს, მაგამ ამ ევროპულ მოდელებში“ არ არსებობს არაფორმალური მმართველობა, არ არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც არის პოლიტიკაში, რომელსაც საკუთარი ბიუჯეტი ქვეყნის ბიუჯეტზე მეტი აქვს“.

 

 

„ჩემი ღრმა რწმენით, და ეს ღრმა რწმენაც დაფუძნებულია რეალობაზე, რომელიც გვაქვს საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში უნდა შენარჩუნდეს საპრეზიდენტო ინსტიტუტი. დღეს ძალიან ბევრი საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სრულყოფილად უნდა გადაიქცეს საპარლამენტო რესპუბლიკად. ეს იქნება ქვეყნის პრაქტიკულად დაქცევა და სახელმწიფოებრიობის გაუქმება. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და დაამატა:

 


„ვიცი, შემომედავებიან ადამიანები, რომლებიც საპარლამენტო მოდელის მომხრეები არიან და იტყვიან, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს მოდელი წარმატებით მუშაობს. დიახ, ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს მოდელი მუშაობს, მაგამ ამ ევროპულ მოდელებში არ არსებობს არაფორმალური მმართველობა. არ არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც არის პოლიტიკაში, რომელსაც საკუთარი ბიუჯეტი ქვეყნის ბიუჯეტზე მეტი აქვს, რომელიც მართავს მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს, მედიის ძალიან დიდ ნაწილს და რომელსაც უნდა ახლა საპრეზიდენტო ინსტიტუტიც ჯიბეში ჩაიდოს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 


მისივე თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკა მისაღებია მხოლოდ იმ სახელმწიფოებისთვის, სადაც ძლიერი დემოკრატიული ტრადიციები არსებობს. სადაც არსებობენ ძლიერი პოლიტიკური პარტიები, სადაც არ ხდება პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაშანტაჟება ან მოსყიდვა, სადაც პარტიები არ იშლებიან ხუხულასავით, არჩევნების წაგების გამო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი