„ერთაინი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოთარ კახიძე გიგი უგულავას წერილში გაჟღერებულ მოსაზრებას გამოეხმაურა და თქვა, რომ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი არჩეული, ქმედითი თავმჯდომარე, რომელიც პარტიის მენეჯმენტის განხორციელების შემძლე იქნება. მან არ გამორიცხა, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იყოს.
„გიგი უგულავა თვლის, რომ კამპანიაში რომც არ დაშვებულიყო შეცდომები „ქართული ოცნება“ მაინც მოახერხებდა უფრო მეტი ხმის აღებას, რადგან არ მოხერხდა მათი ასე ვთქვათ დაძველება. რომ მობეზრებოდა ამომრჩეველს ხელისუფლება, თუმცა ჩვენი მხრიდანაც იყო დაშვებული კამპანიაში შეცდომები. მათ ნაწილს აბსოლუტურად ვიზიარებ, განსაკუთრებულად იმ ნაწილში, რომ პარტიას არ ჰყავდა პრემიერ მინისტრობის კანდიდატი და ეს საკითხი იყო ბურუსით მოცული. ეს აბნევდა როგორც ჩვენს ამომრჩეველს, ისე გადაუწყვეტელ ამომრჩეველსაც. ასევე იყო პრობლემა ის, რომ კამპანია გვიან დავიწყეთ და ვერ მოხერხდა ლიდერებს შორის გადაწყვეტილების მიღება. ზოგადად რთულია პარტიის მენეჯმენტი, როდესაც ერთ ლიდერი არის საზღვარგარეთ, მეორე და მესამე ციხეში და პარტია ვერ ფუნქციონირებს ჯანსაღად. ამიტომ გამოვიდა გიგი ინიციატივით, რომ მოხდეს პარტიის ლიდერშიფის განახლება და ეს არ ნიშნავს არავის გამიჯვნას, არავის ჩამოცილებას“, - განაცხადა ოთარ კახიძემ და დაამატა:
„პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი არჩეული ქმედითი თავმჯდომარე, ისევე როგორც სხვა მოწინავე თანამდებობაზე, პარტიის მენეჯმენტს ვინც ახორციელებს უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამის განხორციელებას შეძლებენ და არ იქნებიან ციხეში ან საზღვარგარეთ, ვინაიდან ასე პარტიის მენეჯმენტი შეუძლებელია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები უნდა ჩამოცილდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას, ან გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა კახიძემ, რომლის თქმით, პარტიის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურაზე გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს და დაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ პარტიას დავით ბაქრაძემ უხელმძღვანელოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.