გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ პირველ მოადგილედ ნინო ლომჯარია წარადგინა
04-11-2016, 05:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ პირველ მოადგილედ ნინო ლომჯარია წარადგინა. მან ხაზი გაუსვა ლომჯარიას პროფესიონალზმსა და წვლილზე საარჩევნო სისტემის შექმნასა და ანტიკორუფციული და გამჭვირვალე გარემოს ფორმირებაში.

 


”ჩემს პირველ მოადგილედ მინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი ნინო ლომჯარია. საოგადოებისთვის ცნობილია მისი საქმიანობის შესახებ. ნინო მთელი ამ ხნის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ისეთ პროცესებში როგორიც არის საარჩევნო სისტემის შექმნა, ანტიკორუფციული და გამჭვირვალე გარემოს ფორმირება. მისი ცოდნა, გამოცდილება, რეპუტაცია არის პირდაპირ თანხვედრაში სახელმწიფო აუდიტის მიზნების და საქმიანობისთვის. ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიძინა პროფესიონალი კოლეგა. დიდი ხნის მანძილზე გვქონდა კონსულტაციები და მან მიიღო გადაწყვეტილება შეერთებოდა ჩვენს გუნდს“, - განაცხადა თორდიამ.

 


ნინო ლომჯარიამ შეფასებით აუდიტის სამსახური დღესდღეობით არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება და სურვილი აქვს მის ინსტიტუციურ გაძლიერებაში მიიღოს მონაწილეობა.

 


”მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნდობისთვის გენერალურ აუდიტორს. აუდიტის სამსახური დღესდღეობით არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება, რომელიც საკმაოდ წარმატებით ცდილობს დანერგოს საერთაშორისო სტანდარტები. ეს მიღწევები არის აღიარებული არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ. სწორედ ეს გარემოებები იყო საფუძველი ამ შემოთავაზებაზე დათანხმების. არასამთავრობო სექტორში ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო საჯარო უწყებების გამჭვირვალობა. დღეს, უკვე საჯარო მოხელის სტატუსით დიდი სურვილი მაქვს აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებაში მივიღო მონაწილეობა, რაც აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს ფინანსების განკარგვა მოხდეს კანონიერად, ეფექტურად და მიზნობრივად”, - განაცხადა ლომჯარიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი