"ბაგრატაშენის" ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის ცერემონიის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს შეხვდა
04-11-2016, 06:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა.

 


საქართველოს მთავრობის პრეს სამსახურის ცნობით, პირისპირ შეხვედრა, "ბაგრატაშენის" ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის ცერემონიის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი და სომხეთის პრეზიდენტი დაესწრნენ.

 


გიორგი კვირიკაშვილმა სერჟ სარგსიანს "ბაგრატაშენის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა მიულოცა და განაცხადა, რომ შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

 


მხარეებმა ორმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ ისაუბრეს.

 


საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

 


სერჟ სარგსიანმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.

 


პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ მინისტრს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი