საქართველოსა და სომხეთს შორის "მეგობრობის ხიდის" მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება, - ახალი ხიდის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა დაათვალიერეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხიდი საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით, მდინარე დებედზე, საქართველო-სომხეთის საზღვრის, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 4-ზოლიან პარამეტრებში, 2 წელიწადზე ნაკლებ დროში აშენდება. რუსთავიდან სადახლოს მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები, საქართველოს მიერ უკვე დაწყებულია. "მეგობრობის ხიდის" მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი გიორგი კვირიკაშვილმა 2014 წლის 24 დეკემბერს, ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის რანგში, ერევანში ვიზიტისას, სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ, გაგიკ ბეგლარიანთან ერთად მოაწერა ხელი.
დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის პრეზიდენტმა, საქართველო-სომხეთის საზღვარზე, ბაგრატაშენის ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაათვალიერეს, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ახლად გახსნილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რუსთავი-სადახლოს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან ერთად, უზრუნველყოფს სომხეთიდან და სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელ დაკავშირებას აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნებთან და ხელს შეუწყობს რეგიონული სატრანსპორტო ქსელის მდგრად და კონკურენტუნარიან განვითარებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.