ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი მსმენელის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი პირადად იცნობდა უბედური შემთხვევის მსვერპლთ.
"მინდა მივუსამძიმრო ამერიკის შეერთებულ შტატებში დაღუპული ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს. ეს კურსანტი ბიჭები მართლაც ვაჟკაცი ჯარისკაცები იყვნენ. ისინი სამხედრო აკადემიაში სასწავლო კურსს გადიოდნენ და ქვეყანას იმ უმაღლესი სამხედრო განათლებით დაუბრუნდებოდნენ, რაც ასე ჭირდება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. მათი დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის. მე მათ პირადად ვიცნობდი.
კიდევ ერთხელ, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ჩვენი დაღუპული ბიჭების ოჯახებს," ნათქვამია ალასანიას განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.