ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროზე ახალი წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო
04-11-2016, 08:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროზე ახალი წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო. დღეს პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ.

 


როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამუშაოების განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 222 678 ლარია გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების ქსელი, მოხდება აბონენტთა გამრიცხველიანება და ქსელში 100-მდე ოჯახი ჩაერთვება. პროექტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

 

 

"2017 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის უმთავრესი პრიორიტეტი ზღვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა იქნება. ამ მხრივ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ღონისძიებაა დაგეგმილი. ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები - აშენდება 2 კმ სიგრძის ახალი ჯებირი და მოხდება არსებული ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაცია და მოპირკეთება, დაგეგმილია სანაპიროზე 200 ათასი კუბი ნატანის შეტანა, ასევე მომავალი წლიდან დაიწყება სანაპირო ზოლის 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც ორ ეტაპად განხორციელდება. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა ბულვარი, სადაც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება სასეირნო ზოლი, მოეწყობა ველო ბილიკები, გაშენდება მწვანე ზოლი, ასევე დამონტაჟდება ახალი განათების სისტემა. სამუშაოების განხორციელებისთვის ჯამში 6 200 000 ლარი დაიხარჯება", - აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი