მარგველაშვილმა ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
04-11-2016, 12:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრეს სამსახური ავრცელებს.

 


გიორგი მარგველაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საზეიმო მიღებას პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პატრიარქთან ერთად დაესწრო.

 


„მსურს დღევანდელი დღე მივულოცო ასობით და ათასობით ადამიანს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს და ხვალინდელ დღეს ემსახურებიან.

 


ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც 25 წლის წინ აღიდგინა დამოუკიდებლობა და ფაქტობრივად, მყისიერადვე დაირღვა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ამ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ იწყებდა განმტკიცებას, ქართველი დიპლომატები თავიანთი საქმიანობით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამტკიცებდნენ ამ ქვეყნის იმიჯს, რომელიც რეალურად აერთიანებს ევროპასა და აზიას და შესაძლებლობას ქმნის უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობისათვის”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

 

 

ქართული დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი