საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი და მთელი საელჩო ბესარიონ ღორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, "ელჩი ნორლანდი და შეერთებული შტატების მთელი საელჩო საშინლად დაამწუხრა ქართველი სამხედრო კადეტების, ბესარიონ ღორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ავტოკატასტროფაში, რომელიც გუშინ, ნიუ ჯერსის შტატის მოყინულ სამანქანო გზაზე მოხდა. კადეტები, ღორჯოლაძე და მაკარიძე, კონექტიკუტის შტატში, აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში სწავლობდნენ. ისინი სამშობლოს უსაფრთხოების დამცველი პატრიოტები იყვნენ, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეერთებულ შტატებში განათლების მისაღებად მიავლინა. შეერთებული შტატების საელჩო უსამძიმრებს კადეტების, ღორჯოლაძისა და მაკარიძის ოჯახებს, მეგობრებსა და სამხედრო კოლეგებს ამ მძიმე წუთებში," ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.