საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გერმანიის შეიარაღებული ძალების უფროსი ავღანეთში ერთობლივ სწავლებას დაესწრნენ
05-11-2016, 02:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თვდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი, გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაურთან, გენერალ ვოლკერ ვიკერთან ერთად ავღანეთში გერმანულ ბაზა "მარმალზე" ერთობლივ სამხედრო სწავლებას დაესწრნენ.

 

 

საჩვენებელი სწავლება სპეციალურად ქართველი სტუმრებისთვის მოეწყო.

 


როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სწავლება, რომელიც ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით პირველად განხორციელდა, ბაზა "მარმალის" საწვრთნელ პოლიგონზე გაიმართა და მასში ქართველი, გერმანელი და ლიტველი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

 


უწყების ცნობით, სწავლებაში ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალები და გერმანული ჯავშანტექნიკა. საჩვენებელი წვრთნის ფარგლებში ქართველმა სამხედროებმა სწრაფი რეაგირების და უცხოელ პარტნიორებთნ ერთად კოორდინირებულად მოქმედების დემონსტრირება მოახდინეს. სწავლების მიმდინარეობას "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი ჰარტმუნტ რენკი აკვირდებოდა. საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წვრთნაში მონაწილე ქართველ და უცხოელ სამხედროებს პირადად გაესაუბრა და სწავლების მაღლ დონეზე ჩატარება მიულოცა.

 


„მათი ინიციატივა იყო, მსგავსი წვრთნების ჩატარება. გერმანელი გენერლები არ მალავენ თავიანთ აღფრთოვანებას, რომ ასეთი კომბინირებული, თითოეული ერის ჩართულობით მოხდა წვრთნების ეფექტიანად ჩატარება. ჩვენმა ჯარისკაცებმა გამოავლინეს, ძალიან მაღალი დონე თავიანთ პარტნიორებთან ერთად და გენერლის მიერ, გენშტაბის ხელმძღვანელის გერმანიიდან, ჩვენ დავიმსახურეთ ძალიან დიდი მოწონება, ამ წვრთნების ინიცირებისთვის და მაღალპროფესიონალურად ჩატარებისთვის. მე პირადად ვარ ამაყი, როდესაც ამას ვხედავ და ამ დაფასების სიტყვებს ვისმენ.“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

 


ქართველ სამხედროებს სიტყვით გერმანიის შეიარაღებეული ძალების მეთაურმა გენერალმა ვოლკერ ვიკერმაც მიმართა და ქართველებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი