თბილისში, საბურთალოს რაიონში ახალი სკვერი გაიხსნა. პროექტის ავტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა ცქიფურიშვილია. დედაქალაქის მერიის ცნობით, ნუცუბიძის 46-თან არსებული სკვერი პირველია საბურთალოზე, სადაც შინაური ცხოველებისთვის სპეციალური, იზოლირებული სასეირნო ზონა მოეწყო.
მერიის ინფორმაციით, ორზონიან სკვერში დიფერენცირებულია საბავშვო-გასართობი და სასეირნო-სავარჯიშო სივრცეები. ადგილზე დამონტაჟდა ტრენაჟორები, დაირგო წიწვოვანი ჯიშის ნერგები, ტერიტორია შემოისაზღვრა დეკორატიული ღობით, გაკეთდა პანდუსი, დაიდგა ფანჩატურები, საპარკო სკამები, საქანელები და ქვიშის მანეჟი. სკვერი აღჭურვილია ინდივიდუალური სარწყავი სისტემით და დეკორატიული განათებით.
სკვერის პრეზენტაციას საქართველის ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინისა და არქიტექტურის ფაკულტეტის ხელმძღვანელი პირები, კონკურსის სხვა მონაწილეები ესწრებოდნენ.
პროექტის ღირებულება 217,000 ლარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.