თეთრი სახლი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ მინისტრს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯოზეფ ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს მისი პარტიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს დემოკრატიულ ლიდერობას მთელ რეგიონში.
"ბაიდენმა მოუწოდა საქართველოს პრემიერ მინისტრს, გამოიყენოს არჩევნების შედეგები საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გასასგრძელებლად, რაც საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს", - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.