კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძა მწვანედ განათდა
05-11-2016, 03:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საფრანგეთის ეკოლოგიის, მდგრადი განვითარების და ენერგეტიკის მინისტრის მოწოდებას შეუერთდა და 4 და 5 ნოემბერს თბილისის მერიის მხარდაჭერით, სატელევიზიო ანძა სიმბოლურად მწვანედ გაანათა.

 


მნიშვნელოვანი შენობები მწვანედ განათდა პარიზის შეთანხმების ხელმომწერ ყველა პარტნიორ ქვეყანაშიც. 

 

 

"შეთანხმება მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების საფრთხეზე გლობალური რეაგირების გაძლიერებას მდგრადი განვითარების და სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართული ძალისხმევის კონტექსტში, რათა მოხდეს გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით და ტემპერატურის ზრდის 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვის მცდელობა", - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

 


მინისტრი გიგლა აგულაშვილი მოადგილეებთან ერთად, სამინისტროში გამართულ გამოფენას - ,,კლიმატის ცვლილების პირისპირ“ დაესწრო. გამოფენა შვედეთის საელჩოსთან თანამშრომლობით განხორციელდა, სადაც შვედი და ქართველი მხატვრებისა და კარიკატურისტების ნამუშევრების სახალისო და ამავდროულად კლიმატის ცვლილების მიმართულებით კრიტიკული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

 


მხატვრების ნამუშევრები დღემდე მსოფლიოს 23 ქვეყანაში 250 ათასზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი