რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უძღვებოდნენ.
შეხვედრაში კომისიის წევრებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სხდომაზე განიხილეს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისთვის ზამთრის სეზონზე გათბობით უზრუნველყოფის ღონისძიებები და აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები სტუდენტების უმაღლესი განათლების დაფინანსების საკითხები. ასევე, შეაჯამეს აღნიშნული სოფლების მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობა და შედეგები. კომისიის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან პროგრამა კვლავ გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.