ღვინისა და გასტრონომიული კულტურის ფესტივალი „ბულბული მარკეტი“ გაიხსნა
05-11-2016, 08:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ღვინისა და გასტრონომიული კულტურის ფესტივალის - „ბულბული მარკეტი“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

 


ნოდარ კერესელიძემ ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოში აგროტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ფესტივალის ორგანიზატორს, ღვინის ტურიზმის ასოციაციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფესტივალების ჩატარება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაციას, ასევე აგროტურიზმის განვითარებას.

 


,,ღვინის ტურიზმის და აგროტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. მსგავსი სახის ღონისძიებები კარგი საშუალებაა საოჯახო, მცირე მარნებისა თუ მეურნეობების პოპულარიზაციისთვის, რაც აგროტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

 


ფესტივალის ფარგლებში, ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ წარმოდგენილი პროდუქცია.

 


ღვინისა და გასტრონომიული კულტურის ფესტივალში „ბულბული მარკეტი“ 50-მდე საოჯახო მარანი და კვების ბიზნესის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი