ბათუმში სავაჭრო ცენტრი „ბათუმი მოლი“ გაიხსნა. სავაჭრო ცენტრის გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდა.
“მინდა პირველ რიგში მივულოცო ბათუმელებს. პირველი მრავალფუნქციური მოლი გვაქვს ბათუმში. დღეიდან ბათუმელებს აქ შუძლიათ მოვიდნენ ოჯახებთან ერთად და დაისვენონ. არაჩვეულებრივი გარემოა და ეს არის პირველი მერცხალი. მრავალი მოლი და სავაჭრო ცენტრი გაიხსნება მალე ბათუმში ” - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
აჭარის მთავრობის ცნობით, „ბათუმი მოლი“ არის 4-სართულიანი და შენობას თან ახლავს 6-დონიანი ავტო პარკინგი, ცენტრის თოთოეულ სართულს აქვს ინდივიდუალური გასასვლელი პარკინგის შესაბამის დონეზე, ცენტრი აჭღურვილია შენობის ყველა სართულზე მდებარე ლიფტებით და ესკალატორებით.
სავაჭრო მოლში გახსნილია და წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების 50-მდე ბრენდი და გასართობი ობიექტი. წლის ბოლოსათვის დაგეგმილია ობიექტების რაოდენობის ზრდა. 2016 წლის ბოლოს, „ბათუმი მოლი“ ჯამში 120 ობიექტით მოემსახურება ბათუმელებს და მის სტუმრებს.
სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულია: ჰიპერპერმარკეტი, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბრენდული მაღაზიები, პარფიუმერული, სამკაულის და აქსესუარების მაღაზიები, სატრენაჟორო დარბაზი, კაფეები,ბარები და სხვადასხვა გასართობი ობიექტები.
პროექტზე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 200 ადამიანი, ხოლო გახსნის შემდეგ 50-მდე ადამიანი დასაქმდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.