სამხრეთ კორეის დედაქალაქში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სეულის ქუჩებში გამოსული 40 ათასზე მეტი დემონსტრანტის მოთხოვნის მიზეზი სკანდალი გახდა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოებრივ საქმეებში ქვეყნის ლიდერის ახლო მეგობარი ერეოდა.
აქცია სეულში გასულ კვირასაც გაიმართა. აქციის შემდეგ, პრეზიდენტმა, პაკ კინ ჰემ ბოდიში მოიხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.