შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს და უბნის ინსპექტორებს, აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, ორი სასწავლო კურსი ჩაუტარდათ, თემებზე: „ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება“ და „ოჯახში ძალადობის გამოძიება“.
შს სამინისტროს ცნობით, ტრენინგებზე აშშ-ს სამართალდამცავი უწყებების მიერ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს, მათ შორის, დაზარალებულთან ურთიერთობის, გამოკითხვის ტექნიკის, ძალადობის ფაქტების გამოძიებისა და პოლიციელის პირადი უსაფრთხოების უნარების შესახებ.
სასწავლო კურსებს სიეტლისა და კოვინგტონის პოლიციის დეპარტამენტების პოლიციელები და დაზარალებულთა კოორდინატორები უძღვებოდნენ.
კურსის პრაქტიკული ნაწილის დროს, ამერიკელმა კოლეგებმა ტრენინგის მონაწილეებს ოჯახში ძალადობის სიმულაციური ჩვენება წარუდგინეს და მასზე რეაგირების პრაქტიკულ მეთოდებზე ესაუბრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.