შსს-ს მომსახურების სააგენტომ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის პროექტის პრეზენტაცია და გამოფენა მოაწყო.
ღონისძიებას შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი დათო ნიკოლეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახე, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
შს სამინისტროს ცნობით, უნივერსიტეტის ეზოში მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საგზაო მოძრაობის ბანერები, სააგენტოს სპორტული კლუბის ავტომანქანები, წარმატებული სპორტსმენების და ეროვნულ არქივში დაცული გასული საუკუნის ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოში გაცემული პირველი მართვის მოწმობა, სარეგისტრაციო მოწმობა და სხვა თემატური საარქივო მასალა.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და საგზაო წესების დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, დათო ნიკოლეიშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას შსს-ს საგზაო მოძრაობის კამპანიაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.