აღსარება არის უდიდესი საიდუმლო. ის რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქის თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ამბობს, ვისთან ჩაიდინა ცოდვა და ამით ის სხვის აღსარებას ამბობს, აღსარება კი პირადი უნდა იყოს.
პატრიარქის თქმით, ღმერთი შეუნდობს ადამიანს ცოდვებს, რომელსაც იგი აღიარებს. "ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა, გული წრფელი და წმინდა უნდა ჰქონდეს ადამიანს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ერთს ფიქრობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ლაპარაკობს. ასეთი ადამიანი ჭრელია," ბრძანა ილია მეორემ.
პატრიარქის თქმით, უძველესი დროიდანვე ჰქონდა ადამიანს აღსარების მოთხოვნილება. უწმინდესმა აღნიშნა, რომ წარმართები უძველეს დროს ზღვის ტალებს უყვებოდნენ თავიანთი ცოდვების შესახებ. ხოლო ებრაელები ვაცს, რომელსაც შემდეგ უდაბნოში უშვებდნენ.
უწმინდესის თქმით, მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს აღსარების უდიდესი საიდუმლო, რომელიც ადამიანს სულიერი განწმენდის საშუალებას აძლევს. "ადამიანი უნდა მოემზადოს აღსარებისთვის. განიცადოს. არ არის საჭირო, დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ამბობს, ვისთან ჩაიდინა ცოდვა და გამოდის, რომ ის თავის კი არა, სხვის აღსარებას ამბობს. აღსარება უნდა იყოს პირადი; ადამიანმა უნდა იგრძნოს თავისი დანაშაული," ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, დაწერონ აღსარება, სურვილის შესაბამისად, რადგან ის შეიძლება უდიდესი სულიერი და ლიტერატურული ნაწარმოები გახდეს.
პატრიარქმა ქადაგებისას ადამიანის საკუთარ თავთან ბრძოლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ბრძანა, რომ ეს ყველაზე რთული რამაა.
"ჩვენ ვცდილობთ ვებრძოლოთ საკუთარ ვნებებს და ცოდვებს, განიწმინდოს ჩვენი სული, გონება, მაგრამ ყველაზე რთული ყოფილა ბრძოლა საკუთარ თავთან. სხვასთან ბრძოლა ადვილია, საკუთარ თავთან კი ძნელი. ადამიანი ხშირად ვერ ხედავს საკუთარ ცოდვებს, და თუ ხედავს, ამართლებს მათ," აღნიშნა უწმინდესმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.