ჩვენებებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილის გარკვეული ორგანოები შეჭამა, - აცხადებს საქმის პროკურორი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელზეც დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.
სამ ახალგაზრდას, მათ შორის, მოკლულის შვილს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ორს კი დანაშაულის დაფარვის მცდელობაში ადანაშაულებენ.
"დაკავებული არის 5 ბრალდებული. მათ ბრალად ედებათ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში სამ ბრალდებულს, რომელთა შორისაც ერთი არის არასრულწლოვანი. რაც შეეხება მტკიცებულებებს საქმეში, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ არის საკმაო ინფორმაციათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს წარდგენილ ბრალდებას. ესენი არის - მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები, ფარული მიყურადების შედეგად ჩაწერილი ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს კონტროლის ქვეშ განხორციელდა და სასამართლომ სცნო კანონიერად. ჩვენებებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილის გარკვეული ორგანოები შეჭამა", - აცხადებს ზვიად ფხაკაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.