"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, ახალი საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა შეხვედრა გაიმართება.
ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ დღეს საბოლოოდ შეჯერდება ყველა საპასუხისმგებლო პოზიციაზე ვისი კანდიდატურა იქნება პარლამენტისთვის შეთავაზებული.
ნუკრი ქანთარიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანიდიდატურა განიხილება.
"პარლამენტის თავმჯდომარედ განიხილება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა და ეს საკითხი სავარაუდოდ დადებითად იქნება გადაწყვეტილი. დღევანდელ სხდომაზე დაზუსტდება საპარლამენტო თანამდებობები",-აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.