აშშ-ის "რესპუბლიკელი" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ნევადის შტატის ქალაქ რენოში სიტყვით გამოსვლისას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სცენიდან ჩაიყვანეს.
„არავის უთქვამს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მარტივი იქნებოდა. მსურს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
BBC-ის კორესპოდენტის, ჯეიმს კუკის ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატის სცენიდან გაყვანის დროს, დამსწრეთა შორის გავრცელდა ცნობა, რომ დარბაზში შეიარაღებულმა ადამიანმა შეაღწია.
უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით დარბაზიდან ერთი მამაკაცი გაიყვანა, თუმცა, კუკის ინფორმაციით, ცნობილი არ არის ჰქონდა თუ არა აღნიშნულ პირს რაიმე კავშირი მომხდართან.
მოგვიანებით, შესაბამისმა უწყებებმა განმარტეს, რომ დარბაზში იარაღი ვერ აღმოაჩინეს. მათივე განცხადებით, ინციდენტი იმან გამოიწვია, რომ სცენასთან ახლოს მდგარმა ადამიანმა დაიყვირა „იარაღი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.