თბილისში, ვარდების მოედანზე ყველის ფესტივალი გაიმართა
06-11-2016, 05:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, ვარდების მოედანზე ყველის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია შვილთან ერთად დაესწრო.

 

 

დავით ნარმანიას თქმით, ყველის ფესტივალი ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაციას. მისივე თქმით, ასეთი მასშტაბური ყველის ფესტივალი თბილისში არ ჩატარებულა.

 


"მნიშვნელოვანია ის, რომ ქალაქის მერია ხელს უწყობს ყველის პოპულარიზაციას, რომელიც ძალიან ბევრი სახეობისგან შედგება. ძალიან ბევრმა ფერმერმა და ინდივიდუალურმა მეწარმემ მოიყარა დღეს აქ თავი. ფესტივალზე ყველა სახეობის ყველია წარმოდგენილი იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაცია. აუცილებელია, ყველამ ვიცოდეთ, რა პროდუქცია იწარმოება ჩვენს რეგიონებში, რათა ამ პროდუქციით ვისარგებლოთ და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას" - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 


დედაქალაქის მერიის ცნობით, ყველის ფესტივალი 2016 სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით იმართება, რომელიც ქართული ყველის პოპულარიზაციასა და საუკუნეების განმავლობაში დაკარგული სახეობების აღორძინებას ემსახურება.

 

 

წლევანდელ ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია ყველის მწარმოებელმა 45-მა კომპანიამ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა წარმოადგინა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი