საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს პრეზიდენტთან და პრემიერ მინისტრთან გამართავს
07-11-2016, 00:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ეწვია.

 

 

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, იტალიაში საქართველოს ელჩი კახა სიხარულიძე და საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი დაესწრნენ.

 

 

„იტალია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, ის აქტიურად გვიჭერს მხარს საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ვიზიტი იქნება კიდევ ერთი ბიძგი იტალიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. გარკვეული თვალსაზრისით ეს ვიზიტი ისტორიულიც გახლავთ, ვინაიდან 25 წლის მანძილზე ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია, რომელსაც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში განახორციელებს“ - განაცხადა კახა სიხარულიძემ.

 

 

საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებით იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრებზე განხილული იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები მრავალი მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში.

 

 

„იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პაოლო ჯენტილონის ვიზიტი მნიშვნელოვანია მრავალი მიმართულებით, პირველ რიგში კი პოლიტიკური კუთხით. ვიზიტი იმის დასტურია, რომ ჩვენ საქართველოსა და ამ რეგიონს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ“ - აღნიშნა ელჩმა დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში.

 

 

საგარეო უწყებიც ცნობით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 6-7 ნოემბერს იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

 

 

ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდგომ დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია.

 

 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლა თემაზე - „იტალია-საქართველოს ურთიერთობები და ევროპის მომავალი“.

 

 

ვიზიტის ფარგლებში პაოლო ჯენტილონი ასევე ეწვევა იუსტიციის სახლს, სადაც გაეცნობა საქართველოს რეფორმებს სახელმწიფო სერვისების სფეროში. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

 

 

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისას ხელი მოეწერება განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი