საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალოვანი მინისტრების შეცვლა არ იგეგმება.
პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველა დაგეგმილი ცვლილების შესახებ საზოგადოება უახლოეს პერიოდში შეიტყობს.
"რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, რამდენიმე ცვლილება იგეგმება და ამის შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ", - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.