ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი სამხედრო მმართველობით სისტემაში და ჩვენი თავდაცვის სისტემა მოსაყვანი გვყავს დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის საქმიანობის 100 დღის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციის შემდეგ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლევან იზორიამ ძალიან საინტერესო ანგარიში და სამომავლო გეგმები წარადგინა, რომელთა განხორციელებაში მას უმაღლესი დონის მხარდაჭერა აქვს.
„ჩვენ უსაფრთხოების კუთხით გვაქვს ძალიან მწვავე გამოწვევები და ჩვენი სამხედრო თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემა მზად უნდა იყოს ყოველგვარი ასეთი გამოწვევისთვის“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა და აღნიშნა, რომ იგეგმება მთლიანად თავდაცვის სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმირება, რათა ის ნატოს სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოვიდეს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რომლის განხორციელებაც უკვე იწყება.
„ამ მიმართულებით მთელი მთავრობის კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და მინისტრს აქვს სრული მხარდაჭერა უმაღლესი დონიდან“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად თავდაცვის მინისტრის 100 დღის საქმიანობის ანგარიშისა და თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის პრეზენტაციას დაესწრო. ლევან იზორიამ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.